ყველა მოქალაქეს, რომელმაც სამსახური დაკარგა ან შემოსავლები შეუმცირდა, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება

მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.

 


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

 


როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 


„რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების საბანკო სესხებს, გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება და ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტი 3 თვით გადაუვადა, ეს სამი თვე უკვე გავიდა. გუშინ შეხვედრაზე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება - პირველი - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება შედგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 737 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.