რამდენ ადამიანს და რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებით შეეძლება გადაადგილება შიდა ტურებზე
15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მათ შორის სწორედ საუბარია, რეკომენდაციებზე ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის.
დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით რამდენ ადამიანს შეეძლება გადაადგილება ტურისტული მიზნით. კერძოდ:
- 6 კაციან მინივენში მხოლოდ 4 ადამიანის მოთავსება იქნება შეზღუდული;
- მიკროავტობუსების შემთხვევაში 12 კაციან მიკროავტობუსში - 7 პირის; 15 კაციანში - 9 ადამიანის მოთავსება იქნება დასაშვები; ხოლო 18 კაციან მიკროავტობუსით - 11 პირის გადაადგილება იქნება ნებადართული;
- საშუალო ზომის 8-10 მეტრიან ავტობუსებში - 26 კაციანის შემთხვევაში 23 ადამიანი უნდა განთავსდეს; 28 კაციან ავტობუსში - 14; 30 კაციანში - 15 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი; 32 კაციანში - 16; 34 კაციან ავტობუსში - 17 პირის; ხოლო 36 კაციანში - 18 ადამიანის განთავსების უფლება ექნებათ ტურ-ოპერატორებს;
- დიდი ზომის 11-14 მეტრიან ავტობუსებით გადაადგილებისას, 40 კაციანის შემთხვევაში - 20 ადამიანის გადაადგილება; 42-იანის საშუალებით -21 პირის; 44 კაციანით - 22 ადამიანის; 46 კაციანის შემთხვევაში - 23 პირის; 48 კაციანი ავტობუსით - 24 მოქალაქის გადაყვანა იქნება შესაძლებელი; 50 კაციანი ავტობუსის გადაადგილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება - 25 ადამიანის; 52 კაციანით - 26 პირის; 54 კაციანი ავტობუსის შემთხვევაში - 27 ადამიანის; ხოლო 58 კაციანი ავტობუსით - 29 პირის გადაყვანა იქნება ნებადართული;
- რაც შეეხება ორსართულიან ავტობუსებს, 72 კაციანის შემთხვევაში - 36 პირის; ხოლო 78 კაციანი ავტობუსის შემთხვევაში - 39 ადამიანის გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი