"ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს"- ნათია თურნავა
„სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მკაცრი შეზღუდვები საჭირო აღარ გახდეს, რადგან ამას „ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს“.
„ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევპირდებით მოსახლეობას, რომ კორონავირუსი გაქრება, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ რასაც შევპირდით არის, რომ ერთად ვისწავლით ცხოვრებას, მიუხედავად პანდემიისა და სწორედ ამას ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით“,-განაცხადა ნათია თურნავამ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი