“4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური გადამზადება უზრუნველყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატად პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი წარადგინა. პოლიტოლოგის თქმით, შეთავაზება მოულოდნელი იყო.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.
ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.