ივნისი 12 2024 წაკითხვა 196 ჯერ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „რუსეთის დღეს“ ულოცავს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ივნისი 12 2024 წაკითხვა 231 ჯერ

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი კომბინირებული შეტევის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია სახლები.

ივნისი 11 2024 წაკითხვა 304 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგში სიტყვით  გამოვიდა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და აგრესორისგან თავის დაღწევის გზებზე ისაუბრა, ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომიც გაიხსენა.

ივნისი 10 2024 წაკითხვა 244 ჯერ

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირონვის მიერ ტელეგრამ-არხზე დღეს, 10 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში „ლიკვიდირებული და გაუვნებელყოფილია“ 8 უკრაინული დრონი. სმირნოვის თანახმად, ქალაქ სუჯაში და დაბა კორენოვოში დაზიანებულია ორი ადმინისტრაციული შენობა, არავინ დაშავებულა.

ივნისი 10 2024 წაკითხვა 234 ჯერ

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის პარლამენტის არჩევნებსა და ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მარცხზე და თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. ამასთან, დე კროომ განაცხადა, რომ ლიბერალები ძლიერი არიან და დაბრუნებიან.

ივნისი 10 2024 წაკითხვა 284 ჯერ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა. ასე გამოეხმაურა იგი ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელშიც დიდ გამარჯვებას „ნაციონალურ გაერთიანებაში“ შემავალმა მემარჯვენე პოპულისტებმა.

გვერდი 45 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.