2020 წლის შედეგები პოსტსაბჭოთა სივრცეში: „საქართველომ ერთპარტიული პარლამენტი მიიღო"

რუსული გამოცემის „ნეზავისიმაია გაზეტას”  («Независимая газета») 26 დეკემბრის ნომერი მთლიანად ეთმობა 2020 წლის შედეგებს: გამოქვეყნებულია პუბლიკაციები წლის განმავლობაში როგორც რუსეთში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში მომხდარი მთავარი მოვლენების შესახებ.

პოსტსაბჭოთა სივრცის მოვლენები:

მთავარი - „აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა“;

პირველი - „არჩევნებმა ბელარუსი შეცვალა: ლუკაშენკომ ლეგიტიმაცია დაკარგა“;

მეორე - „დონბასში მიწა ფეხქვეშ აღარ იწვის: ვლადიმერ ზელენსკიმ ომი შეაჩერა“;

მესამე - „მაია სანდუ მოლდოვას დასავლეთისაკენ ახვევინებს“;

მეოთხე - „საქართველომ ერთპარტიული პარლამენტი მიიღო, ოპოზიციამ კი დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა“;

მეხუთე - „ყირგიზეთმა მესამე რევოლუცია გადაიტანა“.

 

მსოფლიო პოლიტიკის მოვლენები:

პირველი - „აშშ-ში სკანდალური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა“;

მეორე - „აშშ „ტოლერანტობის რევოლუციის“ ზღურბლზე“;

მესამე - „ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა უმდაბლეს დონეზე დაეშვა“;

მეოთხე - „ტერაქტები საფრანგეთში: მაკრონი დაგროვილ პრობლემებს აგვარებს“;

მეხუთე - „დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაემშვიდობა: ბრექსიტი დასრულდა“;

----------------

გთავაზობთ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მოკლე შინაარსს.

„საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ხანგრძლივი - თუ არაფორმალურ საარჩევნო კამპანიას გავითვალისწინებთ, პროცესი თითქმის ნახევარი წლით გაიჭიმა.

 

ყველაფერი კი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაპირებით დაიწყო, რომლის თანახმად, არჩევნების მაჟორიტარული ნაწილი უნდა გაუქმებულიყო. ანუ იგი ამით შეეცადა დაესრულებინა ის პოლიტიკური კრიზისი, რომლის პროვოცირება საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავროლოვის გამოსვლამ გამოიწვია.

 

დაპირებამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების თაობაზე სიტუაცია მხოლოდ მცირე ხნით განმუხტა. მალე გაირკვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებების რეალიზება 2024 წლის არჩევნებისთვის გადადო, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები კი ისევ შერეული სახით - პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარდებოდა.

 

ჯერ კიდევ 31 ოქტომბრამდე ოპოზიციამ დაძაბულობის მატებაზე თამაში დაიწყო, რომელსაც ტონი ყოფილმა სახელისუფლო პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისცა. პარტიის აქტივისტები ცდილობდნენ კორონავირუსის ეპიდემია თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ და ქვეყანაში სიტუაციაა შეერყიათ. „ნაციონალთა“ ლიდერი, ექს-პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან იმუქრებოდა და პირობას დებდა - საქართველოდან ბიძინა ივანიშვილს გავაგდებ, რომელსაც ქვეყანა პრივატიზირებული აქვსო“ და მოსახლეობას თითქმის აჯანყებისკენ მოუწოდებდა. იმავდროულად „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ამერიკელი კონგრესმენები ერთნაირად „ბომბავდნენ“ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე აშშ-ის თეთრ სახლს წერილებით, რომლებშიც ოფიციალური თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. წერილებში სტრიქონებს შორის იკითხებოდა მათი სურვილი (და მოთხოვნაც) საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე, რომელიც... თურმე ანტი ამერიკულია.

 

ამ ყველაფერზე საქართველოს მთავრობამ „პასუხი გასცა“ თავისი უაღრესად ეფექტური ანტიეპიდემიური მუშაობით - ისეთით, რომ ქვეყანა მსოფლიოს ქვეყნების სამეულში მოექცა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას წარმატებით ეწინააღმდეგებიან. 31 ოქტომბრამდე საქართველო ფავორიტის სახით მივიდა. იმავდროულად ნათლად ჩანდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის მთავარ მამოძრავებელ ძალას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, არჩევნების შედეგებს მხოლოდ საკუთარი გამარჯვების შემთხვევაში აღიარებდა.

 

პოსტსაბჭოთა სივრცის რიგი ქვეყნების და თვით საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, გაჩნდა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არჩევნების წარმატებული შედეგების დაცვა-შენარჩუნება იქნებოდა. მართლაც ასე მოხდა. ოპოზიციამ, ითხოვდა რა ხელახალი არჩევნების ჩატარებას, უარი განაცხადა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე, იმავდროულად კი საბიუჯეტო დაფინანსება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარტიას სახელმწიფოსგან ფულის მიღების უფლება აქვსო.

 

პირველად მოხდა ისე, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც ადრე ყოველთვის თანაუგრძნობდა მიხეილ სააკაშვილს და მის „ნაცმოძრაობას“, მხარი ხელისუფლებას დაუჭირა. ამის შემდეგ „ნაციონალთა“ ლიდერებს ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და კრიტიკის ისრები უცხოელი ელჩებისკენ მიმართეს. სწორედ ელჩების წინააღმდეგ დაწყებული არაკორექტული კრიტიკა გახდა მიზეზი პარტიიდან საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წასვლის მიზეზი.

 

მოკლედ, 2021 წელს საქართველო ერთპარტიული პარლამენტით და დაბნეული ოპოზიციით ხვდება.

წყაროები: https://www.ng.ru/gazeta/

https://www.ng.ru/cis/2020-12-25/8_8049_cis4.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 525 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.