"გაჯანსაღდეს ოპოზიცია, გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას" - ივანიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი - შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. რასაც გინდა, იმას ამბობს, - ამის შესახებ „პარტია ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა გაჯანსაღდეს და ძალადობაზე უარი თქვას.
,,მიხეილ სააკაშვილი მთლიანად ნიღაბ მოხსნილია. ყოველ წელიწადს ასე გაუგებრად იქაჩება, რომ "ჩამოვალ". გაცილებით ღირსეულად მოიქცა თუ გნებავთ, ვანო მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია, გამოვიდა. მაგრამ აი ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ჩემი აზრით ოპოზიციაში, ჩვენ ახალს მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ და ნაწილ ნაწილ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია, გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ძალადობენ ახლაც, მეტი არაფერი იციან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
