"ვის რაში ანაღვლებს, სად შეეთრევა იაგო ხვიჩია" - უგულავა

"ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობის 15% ამბობს, რომ პურის ფული არ აქვს, იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს, გამაგებინეთ," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანს შეუძლიათ, შევიდნენ პარლამენტში და იჭუკჭუკონ კოლექტიურად კობახიძესთან.

 

"კობახიძედ ქცეული ხალხის კომენტირებას არ ვაპირებთ. ჩემი აზრით, ოპოზიციამ სახელი უნდა დაარქვას ოფიციალური განცხადებით, რომ ეს ბატონები არ წარმოადგენენ ძირითადად ოპოზიციას, ესენი ახმოვანებენ "ქართულ ოცნებას", მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად, მათთან პოლემიკას აღარ ვაპირებთ; ველოდებით "ქართული ოცნებისგან" და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს. ეს ადამიანები იყვნენ თავისთვის. ბუნებრივია, თავისას იხმაურებენ. შეუძლიათ, შევიდნენ პარლამენტში და იჭუკჭუკონ კოლექტიურად კობახიძესთან. ეს უკვე მათი საქმეა. 

 

ვნახოთ, რა არის „ქართული ოცნების“ რიტორიკა, ეგენი ახლა ვერ თანხმდებიან, მერე შეთანხმდებიან? ამისთვის აუცილებელია სიცხადე. სიცხადე ნიშნავს, ვთქვათ, ამდენს თუ მიიღებს პარტია, რა დოზით იქნება წარმოდგენილი, როგორ განაწილდება უმრავლესობა და ასე შემდეგ. არის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, აშინებს. ამაზე ზუსტად მაშინ იქნება მსჯელობა, როდესაც ამ განგრენას მოვიშორებთ. განგრენა რას ნიშნავს, იცით? ნიშნავს იმას, თუ ფეხი მუხლამდე გაქვს განგრენიანი, უნდა მოიჭრას, სხვა გზა თუ აღარ გაქვს, რათა დანარჩენი სხეული გადაარჩინო. ამიტომაც მეგობრებო, ჩვენ ვწყვეტთ ამ სუბიექტებზე შესვლა-არშესვლის საკითხს. არ დგას საერთოდ, არავინ არ შევა ამ გაყალბებულ არჩევნებში. ეს ადამიანებიც ხომ ხედავთ, რომ ვერ ბედავენ შესვლას, მაგრამ ჯობია, შევიდნენ, უკეთესი იქნება. რადგან როცა შევლენ, დანარჩენებს მაინც დაანებებენ თავს.

 

ჩვენ ვხედავთ საზიზღარ ტალახის სროლის ნიაღვარს, ვაშაძეზე რაც მოვისმინე, ამის მერე საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ადამიანს ეუბნებიან, შემხვდიო, ადამიანმა უთხრა, არ შეგხვდებიო. ხოდა, თუ არ მხვდები, მაშინ შენ ე.ი. შანტაჟირებული ხარ. რა მორალი აქვს, ვინ არიან საერთოდ, საიდან მოვიდნენ. როგორ შეიძლება. ე.ი. თუ შეგხვდები, კაი კაცი ვიქნები და თუ არ შეგხვდები, ესე იგი მე ვიღაც მაშანტაჟებს? რა მორალია? 

 

ეს არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, არც კაცურად, არც მორალურად, არაფერში არ წერია, საერთოდ. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი. ეს ხალხი უკვე არის შიგნით. ყველა დანარჩენ ოპოზიციას მოვუწოდებ, ეს არის განგრენა, ეს არის სიმულაციური პოლიტიკური პროცესი, სიმულაციურ-პოლიტიკურ პროცესში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიქცეთ ამ სიმულარად. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელშიც 15 პროცენტი მოსახლეობის ამბობს, რომ პურის ფული არ აქვს, იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს, გამაგებინეთ. 

 

რაში მანაღვლებს, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, რას ვშვრებით? ამ კითხვას ვუსვამ ყველას. ანუ, ვართ თუ არა კოალიციის მონახაზი, გვაქვს თუ არა წარმოდგენა, როგორ წავალთ არჩევნებზე, გვაქვს თუ არა წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. ერთობა არ არის სადღეგრძელო, ერთობას სჭირდება სტრუქტურირება.

 

ჩვენ აქ საკამათო არაფერი გვაქვს. პოზიცია შევცვალეთ? არა; გაყალბდა არჩევნები? გაყალბდა; უნდა მივიღოთ მონაწილეობა სიყალბეში? არ უნდა მივიღოთ; აბა, რა გინდა, პირველ დღესაც ამას ვიძახდი და ახლაც ამას ვიძახი. გამოვარდნენ ეს სულსწრაფი ადამიანები, დაიწყეს ლანძღვა, გინება, ერთი ამბავი. კი, ბატონო, ავიტანეთ ეს ერთი თვე, მაგრამ ახლა უკვე ნიშნავს, მათი ლაპარაკი ბუნებრივად არის „მონასტერი აირია“. არაფერი არეულა, როგორ აირია. ყველა ერთ აზრზე ვიყავით და სამი კაცი გადავიდა სხვა აზრზე," - განაცხადა გიგი უკულავამ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში. 

წაკითხვა 415 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.