"თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!" - წულუკიანი ელისაშვილს
ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა საკუთარი ტელეფონის ნომერი.
„პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება.
ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერი ჩაგვაწერინეთ. მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 ** ** და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია.
დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ – ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
