"პასუხი იქნება საჯარო" - სად გაიკეთა ნარკოტესტი გიორგი გახარიამ
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მის მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, როგორც კი პასუხი იქნება, გაასაჯაროებს.
"როგორც ორშაბათს ბრიფინგზე ვთქვი, მეორე დილით - სამშაბათს გავფრინდი, იმავე საღამოს დავბრუნდი, "თურქიშ ეარლაინსით". დანარჩენს ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ, როგორც კი პასუხები იქნება. პასუხი იქნება საჯარო", - განუცხადა გახარიამ მედიას.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
