"საქართველო მხარს უჭერს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდში დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს.
“შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო ჩვენი ავსტრიელი პარტნიორებისა და თავად ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერის სებასტიან კურცის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგში. საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდით დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
