"თბილისი უკვე საბოლოოდ თურქეთის ხელშია, მისი გავლენის ზონაშია მოქცეული" - უცხოური პრესა
რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში (Комсомольская правда) დაბეჭდილია სტატია-რეცენზია ცნობილი ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია „სტრატფორის“ ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ჯორჯ ფრიდმანის წიგნის „შემდეგი 100 წელი“ რუსულ გამოცემასთან დაკავშირებით, სათაურით „ჩრდილოვანი „ცეერუ“-ს წინასწარმეტყველება: თურქეთი და პოლონეთი რუსეთს მიწებს წაართმევს“ (ავტორი - ოლეგ ადამოვიჩი).
„ჯორჯ ფრიდმანი თავის წიგნში წერს, რომ თურქეთმა რუსეთის სამხრეთით მდებარე კავკასიაში, ყირიმში და შუა აზიაში ექსპანსია დაიწყო. სამხედრო ინტერვენცია გამორიცხული არ არის, მაგრამ თურქეთის გავლენა ძირითადად გაიზრდება მისი ეკონომიკისა და პოლიტიკის გაძლიერებით. „შავი ზღვა თურქულ ტბად გადაიქცევა, რეგიონის ქვეყნები კი ეკონომიკური ძლიერების ახალი ცენტრის მიზიდულობაში მოხვდებიან“.
- რას ამბობენ რუსი პოლიტოლოგები?
- მოსკოვი ყირიმს თურქეთს ნამდვილად არ მისცემს - არც კულტურის და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ნახევარკუნძული ჩვენთვის ეროვნული სიმბოლოა და მას არ დავთმობთ. რაც შეეხება კავკასიის ქვეყნებს, მათთან მიმართებით საქმე ცოტა რთულია. აზერბაიჯანი პრაქტიკულად უკვე თურქეთის გავლენის ქვეშაა - საკმარისია გადავხედოთ მათ თანამშრომლობას მთიანი ყარაბაღის ბოლო ომში“, - ამბობს პოლიტოლოგი, ისტორიკოსი პავლე პრიანიკოვი.
- და რა ბედი ელოდებათ სომხეთსა და საქართველოს?
- სომხეთს, წააგო რა აზერბაიჯანთან ყარაბაღის ომი, ახლა გონება არეული აქვს და ახალ მოკავშირეებს ეძებს, თუმცა მოსკოვისაგან შორს ვერ წავა და ისევ რუსეთს დაუბრუნდება. იმიტომ, რომ ერევანს რუსეთის გარდა არავინ არ დაიცავს. აი, საქართველოს რაც შეეხება, თბილისი, [ბაქოს მსგავსად], უკვე საბოლოოდ თურქეთის ხელშია, მისი გავლენის ზონაშია მოქცეული.
- ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიისა და ჩეჩნეთს თუ რაიმე ემუქრება?
- ჩეჩნეთი ჩვენთვის ისეთივე სიმბოლოა, როგორიც ყირიმი. ჩეჩნეთს არავის არ დავუთმობთ... თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოლგისპირეთში, ციმბირში თურქული წარმოშობის ხალხები ცხოვრობენ. რასაკვირველია, ისინი რუსეთიდან ვერსად ვერ წავლენ, ვერ გამოეყოფიან, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ რეგიონებში თურქეთის გავლენას თვალი უნდა ადევნოს.
- როგორი იქნება შუა აზიის მომავალი?
- შუა აზიაში თურქეთს ფრთების გაშლა ნამდვილად შეუძლია. ანკარა აქტიურად უწევს პროპაგანდას „თურქული სამყაროს“ იდეის აღორძინებას. უკვე დღეს თურქმენეთი აზერბაიჯანზე და თურქეთზეა ორიენტირებული. უზბეკეთის ახალმა მეთაურმაც თვალი ანკარას მიაპყრო... მთელი შუა აზია თურქულ სერიალებს უყურებს, ახალგაზრდები თურქეთში დადიან ცოდნა-განათლების მისაღებად.
თურქეთი თავის გავლენას ძირითადად ეკონომური წარმატებების საფუძველზე ახორციელებს. 202 წლიდან 2016 წლის ჩათვლით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 59,5%-ით გაიზარდა, თურქეთისა კი - 131,3%-ით! კორონავირუსმა ჩვენი ეკონომიკა 3,1%-ით დააზარალა, თურქული კი 1,8%-ითა გაიზარდა!. 2021 წლისათვის თურქეთი მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველ ადგილს იკავებს წარმოების ტემპების ზრდით.
ანკარას, რასაკვირველია, პრობლემები აქვს - უმუშევრობისა და ფასების მატების მაღალი დონე, მაგრამ თურქები ამერიკისგან იღებენ მაგალითს - ინფლაცია ბიზნესზე ზეწოლით კი არ აკავებენ, არამედ პირიქით - იაფ კრედიტებს გასცემენ, რომ ეკონომიკა და ადამიანების შემოსავლები გაიზარდოს. ისინი ისეთი სფეროების განვითარებას აქცევენ ყურადღებას, რომელსაც მათთვის მოგება მოაქვს როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურისა და პოლიტიკის სფეროში. იგივე თურქული სერიალების ინდუსტრია („თურქული ჰოლივუდი“) - ეს დიდი ფულიც არის და აგიტაცია-პროპაგანდაც. უპილოტო „ბაირახტრებიც“ ხომ ფული და სამხედრო მოკავშირეების შეძენაა...
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო