"ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს"
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს twitter-ზე ეხმაურება.
„ყაზახეთში არსებული მდგომარეობით ღრმად შეშფოთებული ვარ. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება",- წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.
სიახლეები
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე"-მიხეილ სააკაშვილი
- "ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო, ეს არის აშშ-ის შიდა საკითხი, რაზეც ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია, საუბრობს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის
