დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ამოცანაა, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
„ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს ბატონი დავითი ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ევროკავშირში თუ ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, მინდა დათოს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი