"გიორგი მაზნიაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ხანგრძლივ და სახელოვან სამხედრო ისტორიაში"
დღეს დიდი მხედართმთავრის, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული მებრძოლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი მაზნიაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ხანგრძლივ და სახელოვან სამხედრო ისტორიაში.
„თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთი შემოქმედი, სტრატეგიული ნიჭით გამორჩეული მთავარსარდალი იმავდროულად მამაცობისა და შეუპოვრობის მისაბაძი მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის.
„მე არც ბოლშევიკების გენერალი ვარ და არც მენშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ" - მისი ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს იმ ადამიანის ცხოვრებას, ვინც სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს დიდ მამულიშვილთა შორის.
დაუმარცხებელი გენერლის უანგარო მსახურება სამშობლოსა და ხალხისადმი სახელმძღვანელოდ დარჩება თითოეული ჩვენგანისათვის, მომავალი თაობებისთვის" , - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი