"ძალადობას ვგმობ როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეწამყვან თათია სამხარაძესთან დაკავშირებულ პროცესს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს.
„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ.
ასეთი არაცივილიზებული, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად ასევე მორალურად. რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება.
შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს კატეგორიულად ვგმობ. ვგმობ პირველ რიგში როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, რასაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს და რომლის ისტორიას იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას.
ჩვენი ისტორიის და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს როცა ხელისუფლება თავს აწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ ქაღალდზე დატანილს, მეტიც ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით, გამეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, უნდა გრცხვენოდეთ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს