"თურმე ყველა მკვლელები, პირსისხლიანები ვართ , ეშვები გვაქვს და ვგიჟდებით"
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცივსისხლიანი მკვლელია ყველა, ვინც პუტინისტი არ არის.
ვინც პუტინისტი არ არის, ვინც რუსი არ არის, ვინც არ ემთხვევა სალავიოვ-მარგარიტა სიმონიანი-პუტინის ლექსიკას, არ ემთხვევა მათ პროპაგანდას, თურმე ყველა მკვლელები, პირსისხლიანები ვართ და ეშვები გვაქვს და ვგიჟდებით თურმე ომზე ჩვენს ქვეყანაში და მერე პოლიციელების დაწვაზე. არ არის ნორმალური და ადეკვატური, ურთულესია ამ კაცის სერიოზულად შეფასება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისის შესახებ საუბრისას, ღარიბაშვილმა მას „ანარქისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდას პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს