„ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით“

„ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: მხილება და პასუხისმგებლობის დაწესება კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი პირების მიმართ“, - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

ლომჯარიას თქმით, ის აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების პროცესს პოზიტიურად უყურებს. 

 „იმედია ეს ასე გაგრძელდება და ქართული პოლიტიკა, „ბიზნესი“, მართლმსაჯულება და სხვა მრავალი სფერო სუფთა ხალხისთვის რადიაციული ველი აღარ იქნება. მე ამ პროცესს ძალიანაც პოზიტიურად ვუყურებ“, - აღნიშნულია ლომჯარიას განცხადებაში. 
წაკითხვა 241 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.