"ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ" - ლევან ხაბეიშვილი
„ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ - ვიღაცებს ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ჩემი აზრით ანეკდოტია, როცა ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე, რომელმაც პირველ ტურში დამაჯერებლად რამდენიმე ათასი ხმით მოუგო მოქმედ თავმჯდომარეს. არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება გაჰყვეს, ან რამდენი ხნით შეიძლება ინერვიულონ ამაზე. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არის ორ წელში ერთხელ, შესაბამისად, მოემზადონ და მონაწილეობა მიიღონ. პარტიაში დიდი არჩევნები ჩატარდა, ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ. ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი და ამაზე კონცენტრირდნენ“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს