"წარმოუდგენელია, პოლიტიკური რეიტინგი გაეზარდოს პარტიას, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი"- ირაკლი ჩიქოვანი
მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ციფრები სადღაც მოგონილია და წარმოდგენა არ მაქვს, რას ეყრდნობა.
წარმოუდგენელია, პოლიტიკური რეიტინგი გაეზარდოს პარტიას, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, აქვს ოლიგარქი კეზერაშვილის ჯარისთვის მოპარული ფული და ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი იდეოლოგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ეს არის საზოგადოების მოტყუება.
„კარგად ვხედავთ, რომ, პრაქტიკულად, ოპოზიციის დაშლა-დაქუცმაცება მიმდინარეობს და მათი დესტრუქციული დღის წესრიგი შედეგის მ.ომტანი არ არის. ამას არ აქვს გამოხმაურება საზოგადოებაში და ჩვენს მოქალაქეებს ეს არ მოსწონთ. აქედან გამომდინარე, ახლა ისინი ცდილობენ, გარკვეული ინერცია და გარკვეული ძალა მისცენ ოპოზიციურ სპექტრს. ამას სხვა გამართლებას ვერ ვუძებნი“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს