„საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობას „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ომი აქვს გამოცხადებული“- შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში IRI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავის პარტიას 2%-იანი რეიტინგი განზრახ დაუწერეს.
მისივე თქმით, ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელსაც დღეს რეიტინგი აქვს, „ლეიბორისტული პარტიაა“.
„ძვირფასო ამერიკელებო, წააბრძანეთ კელი დეგნანი აქედან, იგი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი იყო. გვარამია, რომელიც ახლა ციხეშია, საუბრობდა ამაზე, თუ რა ხმებიც დადიოდა. არ შეიძლება ამ ქალის აქ მუშაობა, ის ობიექტური არ არის, სუბიექტურია ამდენი ხანი პარტიის აკრძალვაზე ელჩი რომ არ გააკეთებს განცხადებას, ამერიკისგან დაფინანსებულ არცერთ არასამთავრობოს ნერვი რომ არ შეუტოკდება, როგორ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ ორგანიზაციებს საქართველოში უნდოდეთ დემოკრატია, რა განასხვავებთ მათ პუტინისგან?
ანტიამერიკელობას ჩვენ ვერ დაგვაბრალებთ, მაგრამ უნამუსობასაც აქვს საზღვარი. რომ მოაქცევ „ლეიბორისტულ პარტიას“ „გირჩებს“ შუა, წინ რომ გვისწრებს კიდევ „თვალთხარიად“ წოდებული გახარია, აღარ არის უკვე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი. ერთადერთი, ვისაც დღეს რეიტინგი აქვს, „ლეიბორისტული პარტიაა“. 2%-ს რომ დაგვიწერენ, 2% ნამუსი არ გაგაჩნიათ. რით ვერ დაიღალნენ ჩვენთან ომით? საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობას „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ომი აქვს გამოცხადებული“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს