"ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებისას, ტრამპის გაცხადებული გეგმა, რომ ომი უნდა დასრულდეს, სრულიად შეცვლის საქართველოში ყველა პირობას" - მარიამ ლაშხი
“ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებისას, ტრამპის გაცხადებული გეგმა, რომ ომი უნდა დასრულდეს, სრულიად შეცვლის საქართველოში ყველა პირობას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
”როდესაც ერთი მხრივ, ყველაფერი უწოდეს ტრამპს, გალანძღეს ბოლო სიტყვებით და მერე უცებ შექმნეს ისეთი აღქმა თითქოს სალომე ზურაბიშვილის რამდენიმე წამიანი დერეფანში მოწყობილი დახვედრით, მივარდნით შეიძლება ყველაფერი ქნა შენი ქვეყნისთვის, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს ეხება გადახვიდე ზღვარს, თუმცა, არსებობს რაღაცა ეთიკა, რაღაც დიპლომატიის სახე და ეს სახე არ უნდა დაკარგო.
ამ ეტიკეტის დარღვევით უფრო მეტად სასაცილო პოზიციაში აღიქვეს, თან მათ ვინც არ იციან, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დერეფანში გამოცნაურებით არ წყდება, განწყობა შეუქმნა, რომ თითქოს ტრამპთანაც, რომელსაც მანამდე ძალიან ლანძღავდნენ თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაშინ რატომ აქვთ შიში 20 იანვრის, რატომ ფიქრობენ და რატომ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინები?! ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. საიდან შეიძლება გაგიჩნდეს პოზიტიური განწყობები იმისა, რომ ტრამპი როდესაც მოვა შეიცვლება რიტორიკა, შეიცვლება პოლიტიკა?! პირველ რიგში მისი ძალიან გაცხადებული გეგმით, რომ ომი უნდა დასრულდეს და ომის დასრულება საქართველოში სრულიად შეცვლის ყველა ამ პირობას. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო იმ დროიდან, როდესაც უკრაინაში ომი იყო და ჯეფრი საქსი ამბობს, რომ იმის მაგივრად დაგვეხედა რუკისთვის, მართლა გააზრებული და ფრთხილი პოლიტიკა დაგვეწყო ამ ყველაფრის ფონზე, ეს ერჩიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენ გვახსოვს პირველივე შეხვედრებზე, როდესაც დიპლომატები მოდიოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირდაპირ გვაიძულებდნენ, დადექით ან ომის ჩართულობის მხარეს, ან სანქციების მხარეს, ან ჩვენთან ერთად არ დგახართ,“ – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
სიახლეები
- "შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, მათ შორის, გდდ-ს თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის” ჩაშლა"- ირაკლი კობახიძე
- "მათი განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია "- კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე
- “კეზერამ და მისმა მინიონებმა ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ მე “ქართული ოცნება” მაფინანსებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი
- " ვცდილობთ, შევაჩეროთ უკრაინაში მიმდინარე ომი - უკრაინის აღდგენას 100 წელი დასჭირდება"- დონალდ ტრამპი
- "მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი"- ირაკლი კობახიძე