“ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას” – მდინარაძე
“ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები არ უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის ორი მთავარი დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს.
“ტრამპის ორი მთავარი დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს.
1. ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესები.
2. “დიფ სთეითის” დამარცხება. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, (ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით) რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი თურმე აღმოჩნდა – მაგალითად, გავლენიანი გამოცემა Hill-ი წერს, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ომის პარტიად იქცა.
როცა ჩვენ ვამბობდით ომის პარტიას, სიტყვა გლობალურს ვამატებდით იმიტომ, რომ ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია ვინ იყო ხალხს გაერჩია. როცა საუბარია ე.წ. დიფ სთეითზე, რომელზეც მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ, ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ამისი ავტორები, ვის გავლენებზეცაა საუბარი, შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც გლობალური ომის პარტია, ან ნებისმიერი გლობალური ომის ძალებად და ა.შ. თურმე ჩვენ რომ გაღმა გვედავებოდნენ, თავად ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოში ყოფილა [ოლიგარქიული მმართველობა] და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ. დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას”, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- "ეს ომი ევროკავშირმა წააგო - მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს"- ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე
- გზის გადაკეტვისთვის ნიკა გვარამია 5000 ლარით დააჯარიმეს
- “მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები” – სალომე ზურაბიშვილი
- “კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს” – პაპუაშვილი
- ტრამპმა პირობა დადო, რომ „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“