კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ „ქართული ოცნება“ PACE-ში მუშაობას წყვეტს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.
მათი განცხადება „იმედის“ საგანგებო ეთერში გადაიცა თბილისის დროით 22:18 საათზე.
მცირე ხნით ადრე PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ამასთან, PACE-მ დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო, - არაერთი დათქმით, - და განაცხადა, რომ ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდება.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მისთვის არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან „უსამართლო და საფუძველსმოკლებულია“.
წულუკიანმა „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა დათქმას ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და თქვა, რომ ეს „სცდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.
„ჩვენი მხირდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და საზოგადოების დიდი უმრავლსობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა“, - განაცხადა მან.
სწორედ მან წაიკითხა „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილება: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“.
ამავე დროს, თეა წულუკიანმა დააზუსტად, რომ „საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად“.
თეა წულუკიანმა ახსენა „ზეწოლა“ და „ოფიციალურ პირებს უკან მდგარი ძალები“, რომლებსაც, მისი თქმით, „ანტიქართული ნაბიჯები“ სურთ ხელისუფლებისგან:
„საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარალენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვტილების მიმღები თითოეული ოფიციალური თუ არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგარი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს“, - თქვა მან.
სიახლეები
- ,,როგორ შეიძლება, გერქვას ევროპელი, ან ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილ იმიტაციას, უწოდებ მშვიდობიან მიტინგს"- ირაკლი კობახიძე
- ,,თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში"- ირაკლი კობახიძე
- „ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან“ - თეოდორო რუსოპულოსი
- "ევროსაბჭოში ის ინიცირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას " - რატი იონათამიშვილი
- " ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს - დროებითი მთავრობა გამორიცხულია" - ალექსანდრ ვუჩიჩი