"რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ "- გახარია "გავრილოვის ღამეზე"
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს განმარტა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიები მისი ბრძანებით არ გამოუყენებიათ, თუმცა მისთვის უცნობია, ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ეს.
თეა წულუკიანი: როგორც წესი, გამოიცემა ხოლმე მინისტრის მიერ ბრძანება, როდესაც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა ან დაცვა, თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით? რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები?
გიორგი გახარია: მე ამ ყველაფერზე მაქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიცემული ჩვენება, რა თქმა უნდა, მესმის კომისიის ფორმალური მანდატი, მაგრამ ასევე მესმის, რომ კომისია გამოძიებას ვერ ჩაანაცვლებს... წამოღებული მაქვს ჩემი დაკითხვის ოქმები, შემიძლია დაგირიგოთ, არც იმას ვიკადრებ, რომ ავიღო და ამის კითხვა დავიწყო. რა თქმა უნდა, ბრძანება იყო გამოცემული, ეს იყო სპეციალური გეგმა, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ხელს ვაწერდი მე და ჩემი მოადგილეები. ამ გეგმასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის შესაბამისად წავიდა იმ ღამეს ოპერატიული ქმედებების ბევრი ნაწილი, ნაწილი გამოვიდა გეგმის ფარგებიდან, შემდგომ გეგმის ფარგლებში დაბრუნდა, საბოლოო ჯამში, ეს იყო შტურმი პირველად, ხელისუფლების ფუნქციონირების მერვე თუ მეცხრე წელი იყო, არ იყო მარტივი. არ არსებობს სპეციალური ოპერაცია, რომელიც იდეალურად და გეგმის შესაბამისად ჩატარდება, ჩვენ ვაღიარებდით, რომ იყო ცალკეული გადაცდომები, ამ გადაცდომებზე მიმდინარეობდა ცალკეული გამოძიებები, ეს ყველაფერი ყველასთვის კარგად ცნობილია.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
