"ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე პარტიის რეგისტრაციისას ხელისუფლებისგან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს - ცუცქირიძის განცხადებით, მათ ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ მიიღეს უარი პარტიად რეგისტრაციაზე.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე. ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან; რომლებიც არიან თავისი საქმის მცოდნეები, პროფესიონალები; და რომლებიც არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. მოვდივართ სუფთა წარსულით და გვინდა, ამ ქვეყანაში შეიცვალოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ის, თუ როგორ იმართება საერთოდ სახელმწიფო ამ ქვეყანაში“, – თქვა ლევან ცუცქირიძემ დღეს, 14 მაისს, პარლამენტის წინ, სადაც თანაგუნდელებთან ერთად მივიდა მედიისთვის განცხადების გასაკეთებლად.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
