“რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო, არის ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა, არ ვიცი, რა დავარქვა” - თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე
ის, რომ 20 ივნისის მერე, გიორგი გახარიას წასვლის და მის მიერ პასუხისმგებლობის აღების ძალიან დიდი სურვილი და ბუნებრიობა იყო გუნდში, ეს ნამდვილად ასე იყო, ამას უკვე საჯაროდ ხედავს ჩვენი კომისიის მოსმენებისას საზოგადოება. ძალიან ვიწრო წრემ იცოდა მაშინ ჩვენს გუნდში, რომ შემოვიდა ზარი უცხოეთიდან, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში.
„ეს იცოდა რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დამალული. შემდეგ, რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო და მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი, არის, რეალურად, ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა. არ ვიცი, რა დავარქვა. მოვიდა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მოუწოდებდა (პოლიტიკური საბჭოც იქ ვიყავით), რომ ნიკა მელიასთვის მოხსნილი ყოფილიყო იმუნიტეტი, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი და მეორე დღეს გადადგა, რადგან ღამით შეხვდა ამერიკის ელჩს – ეს მან დაადასტურა ჩვენთან გამოსვლისას. მას და სხვებს, ვინც არ შემოდის პარლამენტში, რა თქმა უნდა, ინსტრუქციები აქვთ, რადგან ინსტრუმენტები არიან უცხო ძალების ხელში, როგორც ირკვევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
