“2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა
“მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბოლო რამდენიმე ხანია 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე საუბრობს და ეროვნულ შეკრებას აანონსებს. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების დასამხობად ორი მილიონი მოსაწვევი უკვე შეკვეთილია. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ იქამდე ოპოზიციას სამუშაო აქვს.
მე საერთოდ არ მიკვირს, რასაც პაატა ბურჭულაძე ლაპარაკოს. აბა მეტი რა დარჩენიათ, როცა კუთხეში არიან მიმწყვდეულები?” - კითხულობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია ბევრი ადამიანის შეკრება, თუმცა იქამდე ოპოზიციას სამუშაო აქვს: “მინიმუმ 200 ათასი კაცი, შესაძლოა ამაზე მეტი ადამიანიც მოვიდეს, გამორიცხული ნამდვილად არ არის. თუმცაღა იქამდე სამუშაოებია ჩასატარებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა.
“ბურჭულაძის თქმით, მოსაწვევი მოქალაქეებს დაურიგდებათ. “4 ოქტომბერს არ არის აქცია, 4 ქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას, სადაც იქნება უამრავი ადამიანი რაიონებიდან და თბილისიდან. იმდენი იქნება, რომ ალბათ თბილისში ქუჩაში არ გამოსულა. ჩვენ ახლა ვუკვეთავთ ორ მილიონ მოსაწვევს, უკვე შეკვეთილია. მოსაწვევი თან იქნება მანდატი, რომლითაც უნდა მისცენ ხმა კრებაზე. მანდატი დარიგდება ხელზე, ასევე კარზე მიიღებენ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, - “4 ოქტომბერს ორ მილიონ ადამიანს ელოდებით?” - ბურჭულაძემ უპასუხა: “ორ მილიონ მოსაწვევს ვარიგებთ და რამდენი მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია. ორი მილიონი მოსაწვევი უნდა დავარიგოთ, აქედან ბევრი მოხვდება “ქოცების” ხელში და მათ ისე სძულთ ეს ყველაფერი, შეიძლება, გაანადგურონ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მივიდეს ყველა ადმიანამდე, ვისაც სურს მოსვლა. პოლიტიკოსი როდესაც გეუბნებათ, მოდით, მაგრამ დავიშალოთ და შემდეგ ისევ მოდით, ხვალისთვის, ზეგისთვის გადავიტანოთო, მაგის დრო აღარ არის. ეს დრო უკვე წავიდა. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ, უნდა მოვრჩეთ. ეს აუტანლობა უნდა მორჩეს საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ნიკა ჩიტაძის აზრით, 4 ოქტომბრამდე ოპოზიციამ ხალხთან შეხვედრები უნდა ჩაატაროს. “ჩემი აზრით, 4 ოქტომბრისთვის მოსალოდნელია ძალიან ბევრი ადამიანის შეკრება - მინიმუმ 200 ათასი კაცი. შესაძლოა ამაზე მეტი ადამიანიც მოვიდეს, გამორიცხული ნამდვილად არ არის. თუმცაღა იქამდე სამუშაოა ჩასატარებელი - მოსახლეობასთან შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში და სოციალური ქსელებში აქტიურობა, რათა ხალხს აუხსნან, რა საფრთხეს უქმნის “ქართული ოცნების” პოლიტიკა საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს. ასევე, რა შეიცვლება, თუ ისინი ხელისუფლებიდან წავლენ და რას სთავაზობს ოპოზიცია. ეს აუცილებელია, რადგან შესაძლოა ბევრ ადამიანს მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს და კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ამაზე იმუშავებს. საბოლოო ჯამში, მე ასე მგონია, რომ 4 ოქტომბერი სერიოზულ დღედ უნდა იქცეს, მაგრამ როგორც ვთქვი, იქამდე გარკვეული სამუშაოები კიდევ ჩასატარებელია”, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.”, - განაგრძობს გამოცემა.
“ედიშერ გვენეტაძე ბურჭულაძის განცხადებას სერიოზულად ვერ აღიქვამს და ამბობს, რომ განსაცდელში მყოფ ოპოზიციას მეტი არაფერი დარჩენია. “რა უნდა ვთქვათ ახლა ამაზე გარდა იმისა, რომ გიჟი თავისუფალია. პრინციპში, ამ ძალებს, ანუ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მეტი აღარაფერი დარჩენიათ, რადგან აღსასრულის დღე დაუდგათ. მეტი საშველი ამათთვის არაფერი არსებობს. ეს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ კუთხეში არიან მიმწყვდეულები როგორც თავიანთი გარე პატრონების, ისე ქართვველი ხალხის მხრიდან. ამიტომ საერთოდ არ მიკვირს, რასაც ლაპარაკობს პაატა ბურჭულაძე. მომსახურეობის სფეროდან გასულია და მე მას ვურჩევდი, რომ დაუბრუნდეს იმ საქმეს, რომელიც ეხერხება და ეს არის რუსული ბანი - უმღეროს პუტინს და დაატკბოს. ჯობია რაც მიქარა, როცა პოლიტიკაში შევიდა, ამით დაასრულოს”, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ “რეზონანსთან”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- 7 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღე
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი