September 30, 2025

“მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის” - ალეკო ელისაშვილი სანქციებზე

„სამართალი დადის ურმითო“ ანდაზა რომ არის, სწორედ ეს შემთხვევაა - ძალიან კარგია, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო - ამ მავნებლების, მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხ ქვეშ მიწა იწვის, -ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის დაწესებული სანქციები.

ელისაშვილის თქმით, „ყველა მოსამართლემ, პროკურორმა და მოძალადე პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მათაც წამოეწევა სანქციები.“

 

„მათ უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური დისკომფორტი ყველგან და მაქსიმალურად უნდა დასანქცირდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი არ ჩერდება. ხალხის წამებისთვის, წვალებისთვის, უსამართლობისთვის და ძალადობისთვის მათ პასუხი უნდა აგონ. სანქციების დაწესება არის ერთ-ერთი პასუხისგების საშუალება. ძალიან კარგია და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს სამართალი ურმით ადრე თუ გვიან მათაც წამოეწევათ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა. ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალისა და ძალადობის გამოყენება საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე.

წაკითხვა 170 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 30 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.