“გერმანიის მთავრობა ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა – ეს არის ორმაგი სტანდარტი” - გურამ მაჭარაშვილი
„გერმანიის მთავრობა ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა – ეს არის ორმაგი სტანდარტი,“– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიმართლე არ დაიმალება.
„ქართული საზოგადოება იქნებ მადლობასაც ეუბნება და კეთილშობილური მიზნებისთვის მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართული საზოგადოება ხვდება, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი. ელჩმა ხაზარაძისგან რომ ბინა იქირავა, თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ შეცდომა იყო დაშვებული. სიმართლეს არ ამბობენ. გერმანიის მთავრობა საუბრობს გამჭვირვალობაზე, დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის, ამ დროს თავად გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებას. ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა. ორმაგი სტანდარტია, რასაც არ მივიღებთ“.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო.
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობას. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
