,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
,,საქართველო რომ სწორ პოლიტიკას ახორციელებს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლში, ზოგიერთი ბიუროკრატისთვის მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი”, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეტა კვლევის დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას აგრძელებს.
„მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას და ყველა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულებას, რომელზედაც საუბარი არის ამ ანგარიშში“, – აღნიშნა ლაშხმა.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
