,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
აღნიშნულით დეპუტატი ევროკომისიის კვლევას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება”.
,,ევროკავშირში იყო რამდენიმე თვის წინ შეხვედრა შავის ზღვის რეგიონთან დაკავშირებით, დაკავშირებადობასა და სატრანზიტო ფუნქციებთან დაკავშირებით, სადაც მიწვეული იყო აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზიის ქვეყნები და იქაც საქართველო არ მიიწვიეს. ვიღაცის გაუაზრებელ პოლიტიკაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ და ძალიან კარგია, თუ ისინი იაზრებენ, რომ რეალურად ჩვენთან დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი თავად ევროკავშირისთვის,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
