,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული პატიმრობა და არის ძებნაში. რა თქმა უნდა სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ. შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა.
„ეს ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის სივრცე გადაიქცა პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად. ის არ გახლავთ ერთადერთი ვინც ამ შემთხვევაში ბრალდებულის სტატუსით არა მხოლოდ თავს აფარებს ბერლინს, არამედ ფულსაც იღებს იქ, როგორც ვიცით და დანიშნული აქვს სტიპენდია. ეს მე მგონი სხვა ფორმა არის, სხვა ქვეყანაში პოლიტიკოსების დაფინანსების. დავით კეზერაშვილი ასევე, ვიცით, რომ თავს აფარებს ევროკავშირის სივრცეს. ზურაბ ადეიშვილს საერთოდ ევროკომისიაში ხელს ართმევენ, წამების სისტემის შემქმნელ ადამიანს. ასე, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ღირებულებით უფსკრულს, რომლიდანაც მაუწყებლობს დღეს ევროკავშირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
