April 22, 2026

,,ნაცების” ალიანსმა, რომელსაც ,,ჩერგო” და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, მიშა ხმას ნუ იღებსო - იაგო ხვიჩია

,,ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: “ნაცების” ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ – ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? “ნაცების” ალიანსმა, რომელსაც “ჩერგო” და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, რომ მიშა ხმას ნუ იღებსო”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

ხვიჩიას მიაჩნია, რომ უსამართლობაა, რომ მთავარ ლიდერს “ძველი გიენები”, რომლებიც სწორედ სააკაშვილმა გამოზარდა და ფეხზე დააყენა, დაესივნენ და ხმის ამოღებას უკრძალავენ.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანს თავი მიაჩნდეს “ნაცური” ფრთის წარმომადგენლად და ამავდროულად, მხარს უჭერდეს ოპოზიციის ალიანსს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აზრებს ჩერგოლეიშვილი ბლოკავს.

,,ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, მე არ მესმის, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, თან ვინ? – ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია, ახლა იძახიან, რომ ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს, უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო. ძალიან გაკვირვებული ვარ ამ ყველაფრით და მიმაჩნია, რომ ყველა პატიოსანი “ნაცი”, რომელსაც “ნაცური” პრინციპების ერთგულება ესმის, თუ ასეთი ვინმე ჯერ კიდევ დარჩენილია, სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას და დღესვე უნდა ითხოვდეს მის დაშლას, სანამ უფრო უარეს უტიფრობამდე არ მისულა ეს საქმე და მიშას უფლებების კიდევ უფრო უარეს შეზღუდვამდე, იმიტომ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანი ლაპარაკობდეს რომ მე ვარ “ნაცური” ფრთის წარმომადგენელი და ამავდროულად, მხარს უჭერდეს იმას, რომ ამ გაერთიანების ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლეოდეს სიტყვის თქმის უფლება. გასაგებია, რომ ბევრი იწიკვინებს ამასთან დაკავშირებით, ბევრი ხმაური იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი უტიფრობაა, რომ “ნაცურ” გაერთიანებაში, “ჩერგო” ბლოკავდეს მიშას მხარდასაჭერ აზრებს, პოსტებს თუ კომენტარებს. ამიტომ, მოგიწოდებთ “ნაცებს”, რომ ნუ დანებდებით და ნუ მისცემთ “ქოცების” ინტერესების გამომხატველ ალიანსს საშუალებას, თავზე გადააბიჯოს ალიანსის ერთადერთ ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს. იცით, რომ მე არ ვარ კეთილგანწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ, ასეთი უსამართლობა დაპატიმრებული ლიდერის მიმართ, რომ მას გუშინდელი მისი ლილიპუტები აუჯანყდნენ და მის მხარდამჭერებს ბლოკავდნენ მიშას დამცველი ტექსტის დაწერისთვის, არის ისეთი ტიპის უსამართლობა, რომელზეც “ქოცები” სულ იოცნებებდნენ. მე კიდევ არ მინდა, რომ ასეთი უსამართლობა ხდებოდეს და მინდა, რომ “ნაცური” ალიანსის თუ კოალიციის ლიდერი იყოს ის, ვინც ნამდვილი ლიდერია და არა ის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც ლიდერობა გადაწყვიტეს იმის გამო, რომ რეალური და ჭეშმარიტი ლიდერი “ნაცების”, არის ციხეში,” – აცხადებს იაგო ხვიჩია.

წაკითხვა 110 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.