"თუ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები, ანაკლიის კი არა, ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს"
სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად უპასუხისმგებლოა. კერძო, პერსონალურ, პოლიტიკურ, სახელისუფლებო თუ რაღაც ფინანსურ ინტერესებს ეწირება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,
- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, დავით გარეჯთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავება ორგანულად უკავშირდება პორტის საკითხს, რადგან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა ასეთი ტიპის პროექტს მნიშვნელობას უკარგავს.
"დარწმუნებული ვარ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება ორგანულადაა კავშირში ამ საკითხთან, ვინაიდან თუ ჩვენ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები,მაშინ ანაკლიის პორტი კი არა ,ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს. ვინაიდან ასეთ პროექტებს მხოლოდ მაშინ აქვს დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ რეგიონში ვართ გამტარი ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთების,"-აცხადებს უსუფაშვილი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
