"სალია დღეს უკვე „იმედის" კონკურენტია" -გია ხუხაშვილი

"რუსთავი 2 ახლა უკვე „მთავარი არხის" კონკურენტი კი არ იქნება, ეს უკვე გახდება იმედის კონკურენტი, იმედს გაუყოფს მაყურებელს,"

- ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის განახლებას და მისი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიას დაარსებულ „მთავარ არხს" კონკურენტად ვერ აღიქვამს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2" ამიერიდან "მთავარი არხის" კი არა, "იმედის" კონკურენტი გახდება


"გია ხუხაშვილის თქმით, ძალიან ძნელად წარმოსადგენია რუსთავი 2-ის კრიტიკულობის გაგრძელება,ზოგადად ტელევიზია არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-ის კონტენტი და საინფორმაციო გზავნილი მოხმარებადი იყო მაყურებლის გარკვეულ სეგმენტზე. ფაქტია, რომ ის რაც ამიერიდან ამ არხზე გაკეთდება, იმ სეგმენტს ვეღარ მოემსახურება, მან უნდა ეძებოს ახალი მაყურებელი, შესაბამისად მოხდება იმედის მაყურებლის გაყოფა. რუსთავი 2 ახლა უკვე "მთავარი არხის" კონკურენტი კი არ იქნება, გახდება იმედის კონკურენტი, იმედს გაუყოფს მაყურებელს. განცხადებები იმისა, რომ რუსთავი 2-ს სარედაქციო დამოუკიდებლობა ექნება და ა.შ, ასეთი განცხადებები ამ ქვეყანაში ბევრჯერ მოგვისმენია, პრინციპში "იმედშიც". რომ იკითხოთ, იქაც გეტყვიან, რომ ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან და ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ეს მხოლოდ რიტორიკაა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. ჟურნალისტების მართვა ის კი არაა, რომ ვიღაცა თავზე დაადგეს ჟურნალისტს და ტექსტები დაუწეროს, არამედ ხდება შესაბამისი ადამიანების მოძებნა და უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ კონფორმისტული საზოგადოება მოიყრის თავს, რომელიც მინიმუმ ლოიალური იქნება ხელისუფლებისადმი, მთელი პროცესიც ამაზე მეტყველებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


"ხუხაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშის და პაატა სალიას მდგომარეობა არ არის თავისუფალი და გამარჯვებული ადამიანების პოზიცია, თუ ჩვენ რუსთავი 2-თან დაკავშირებით სამართლიანობაზე ან სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეგვეძლო გვესაუბრა, შეგვეძლო მხოლოდ დათო დვალის პირობებში და არა ხალვაშის პირობებში, რომელმაც, რაც არ უნდა ილაპარაკოს, ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის მიერ დანიშნული მფლობელი იყო, აქედან გამომდინარე მე ამ პროცესს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. თუ რუსთავი 2-ს მინიმალური ხარისხი მაინც ექნება და მეტ-ნაკლებად ობიექტურობას გარკვეულ ვითარებაში მაინც შეინარჩუნებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუმცა ის რაც დღეს ამ ტელევიზიაში ხდება, ჩემი აზრით სერიოზული პერსპექტივის მატარებელი არ არის”, - განაგრძობს გამოცემა.

 


"მთავარი არხი" არ იქნება სალიას კონკურეტი და არც ისინი არ თვლიან, რომ სალია მათი კონკურენტია იმიტომ, რომ მაყურებლის სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობენ. სალია დღეს უკვე „იმედის" კონკურენტია, განცდა რუსთავი 2-ის მიმართ არის ისეთი, რომ ის კონტროლის ქვეშ აიყვანა ხელისუფლებამ, თუ თავისი მოღვაწეობით საპირისპიროს დაამტკიცებს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ჯერჯერობით ეს განცდაა, რუსთავი 2 „აცხობს ხაჭაპურს" და „მთავარი არხი" „კეთებს ხინკალს", „ხინკალს" ჰყავს თავისი მომხმარებლი და „ხაჭაპურს" თავისი, „მეხინკლე" „მეხაჭაპურის" კონკურენტი ვერ იქნება. რაც შეეხება კითხვას, რას ფიქრობს პოლიტოლოგი იმ საკითხზე, რომ „იბერიის" ყოფილ ჟურნალისტებს არ მოეწონათ, რომ „მთავარი არხი" ტელეკომპანია „იბერიის" შენობიდან დაიწყებს მაუწყებლობას, ხუხაშვილის თქმით, იბერიის ყოფილი ჟურნალისტების მხრიდან ეს აღშფოთება ცოტა არ იყოს მეუცნაურა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ფორსმაჟორის გამო დროებით შედიან და იქ დარჩენას არ აპირებენ, გარდა ამისა, თუ ამ ადამიანებს არხის მფლობელებთან ფინანსური დავა აქვთ, ეს სხვა საკითხია, თანაც ტელევიზია მთლიანად დაიხურა, ეს ჟურნალისტები ხომ არ გამოუყრიათ?! ამ ორ ქეისს რანაირად ადარებენ ერთმანეთს და რა პრეტენზიები აქვთ ჩემთვის გაუგებარია, მათ უნდა გააგრძელონთ თავიანთი ფინანსური დავა და შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული”, - დასძენს გამოცემა.

 


"ტვ-პირველის" თემა რა თქმა უნდა ამ საქმეში ფიგურირებს, მაგრამ მთავარი სამიზნე პოლიტიკური კუთხითაა უფრო ღრმა და დიდი, რომელიც ჩემი აზრით, მამუკა ხაზარაძეს ეხება, ბრალდება ავთო წერეთლის მიმართ აბსოლუტურად წარმოუდგენელი და აბსურდულია იმიტომ, რომ წერეთელს იმაში კი არ ედავებიან, რომ რამე უკანონო ჩაიდინა, ანუ მან აიღო სესხი და გადაასესხა, ორივე ოპერაცია, რაშიც მიიღო მონაწილეობა, აბსოლუტირად კანონიერი იყო, მას ედავებიან რაღაც ბოროტ ჩანაფიქრში. ფიქრისთვის პროკურატურა საქმეს თუ აღძრავდა და მათი ფანტაზია ასე შორს წავიდოდა, ამას ნამდვილად არ მოველოდი იმიტომ, რომ წერეთლის კომპეტენცია ამოიწურა მას შემდეგ, რაც ფული გადაასესხა. რაზე ედავებიან? იმაზე, რომ ამ დროს ცუდ რაღაცეებზე ფიქრობდა? იქნებ ფიქრის სამინისტრო ან ფიქრის პროკურატურა შეექმნათ, რომ შემდეგ ჩვენი აზრები გამოიცნონ და შემდეგ დაგვსაჯონ, აქედან გამომდინარე, წერეთლის ბრალდების არსი საერთოდ ვერ გავიგე”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 780 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.