"ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ცდილობს გახარიას ამოეფაროს"

ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

 

ხუხაშვილის თქმით, ჯერ უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის წარდგენა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი.

 

„პროცედურა ცოტა სხვანაირია, წარდგენა უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის და პრემიერ-მინისტრმა ამის შემდეგ უნდა წარმოადგინოს მთლიანად მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ როგორც ჩანს, იჩქარეს. ესეც რაღაც ინსტიტუციურ არეულობაზე მეტყველებს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ერთად წარდგენა როგორც წესი, არ ხდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, „ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს კონფიგურაცია ამ საარჩევნო ციკლში, 2020წლის არჩევნებამდე მისთვის არის ოპტიმალური“.

 

„ფაქტია, რომ მთავარი თემა, მთავარი ტექნოლოგია იქნება უცვლელი, შუას გაკრეფა, ისე უზრუნველყოფა, რომ არ გაჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ისევ ის მარტივი ნარატივი, რომ ვართ ჩვენ და არის „ნაციონალური მოძრაობა“ . „ნაციონალური მოძრაობა“ არის მტერი, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა არის მტერი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ . ეს იქნება მთავარი სქემა წინასაარჩევნოდ. გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ, მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ასე ვთქვათ, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად. წყალი რომ აიმღვრევა და თუ მოხერხდა ეს შუას გაკრეფა და ორპოლუსიანობის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში, პრინციპში, ის თვლის, რომ შანსი, რომ ის მოგებული დარჩეს ამ სიტუაციიდან, არის მაღალი, მაგრამ მთელ ნეგატივს შეისრუტავს გახარია და თვითონ დარჩება „თეთრ სახლში“, ამის იმედი აქვს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარიაწარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაკეთდა.

 

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

 

წაკითხვა 687 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 03 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.