November 22, 2024

"ივანიშვილმა ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ "გადააგდო"

მას შემდეგ, რაც მმართველმა ძალამ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილება­ ჩააგდო, დაიწყო პროცესი, რასაც უკვე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ახალი - ეპისტოლარული ეტაპიც შეიძლება­ ვუწოდოთ.

 

პირველი, ვინც შეშფოთება წერილობით გამოხატა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი გახლდათ. "შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით... საქართველო რუსეთი არ არის, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს". ამას მოჰყვა პრემიერ გახარიასთვის მიწერილი კრიტიკული წერილების "დასტა", რომელშიც უკიდურესად მწვავედ არის შეფასებული საქართველოში არსებული ვითარება. გაზეთი "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან ერთად შეეცადა გაეანალიზებინა ამ წერილების მთავარი გზავნილები.

 

 

ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებები

 

- ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრობლემა ის კი არ არის, თუ რატომ არ დაკანონდა საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა, არამედ ის, ეს როგორ მოხდა - ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მერე კი "გადააგდო". ქვეყანაში, რომლის განვითარებისთვის აშშ-მა დიდი ფული დახარჯა და კვლავაც ხარჯავს,­ გაჩნდა რისკი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არსებულ საკანონმდებლო ბაზას, საარჩევნო მოდელს, პოლიტიკურ სისტემას არგებს მხოლოდ საკუთარ ინტერესს, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პოლიტიკური კრიზისის დროებით განსამუხტავად გასცე დაპირებები, მერე კი ყველა ფეხებზე დაიკიდო, სანდოობას აცამტვერებს და საქართველოს არაკეთილსინდისიერ პარტნიორად წარმოაჩენს. ამერიკელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თავის ხალხს ასე ექცევა, როგორ შეიძლება მოექცეს პარტნიორებს?!

 

 

"ანაკლიის პორტის პროექტი" და "ფრონტერა"

 

"აშშ-ის მხარდაჭერილ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" "ოცნების" პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკულ კომპანიებს­ პროექტში ჩართვაში ხელი შეუშალა. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნესგარემოზე და შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო­ ინვესტიციები", - ამონარიდი კონგრესმენების:­ ადამ კინზინგერის, ელიოტ ენჯელის, გერი კონოლის, მაიკლ მაკკოლის წერილიდან.­ ამერიკელ პოლიტიკოსებს დაუცველი ამერიკული ინვესტიციების მაგალითად მოჰყავთ კომპანია "ფრონტერაც", რის შემდეგაც "ოცნების" ზოგიერთმა წევრმა ამერიკელი პოლიტიკოსებისგან ზოგიერთი კომპანიის ლობისტობაზე დაიწყო ლაპარაკი.

 

 


 
 
 
 
 
გიორგი გობრონიძე: - დავიწყოთ­ ანაკლიის პორტით. თავის დროზე, როდესაც მაიკ პომპეო შეხვდა იმჟამინდელ პრემიერ ბახტაძეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ თქვა, რომ ეს არის უმნიშ­ვნელოვანესი პროექტი, რისი განხორციელების შემდეგაც საქართველო გახდება რეგიონული ჰაბი არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალური აზიის მიმართულებითაც და მოემსახურება ამერიკული­ ტვირთების მოძრაობას. ასევე დაუფარავად ითქვა, რომ ამ პორტის მშენებლობით ამერიკა იყო დაინტერესებული. ამ შეხვედრაზე პომპეომ ბახტაძისგან მიიღო დაპირება, რომ პროცესი არ შეჩერდებოდა. შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უკვე პარტნიორი "გადააგდო", ამას მოჰყვა ყველაზე უარესი ახსნა, - ეს თურმე ხელისუფლებამ იმიტომ გააკ­ეთა, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო. რა გამოვიდა? იმის გამო, რომ რუსეთში ვიღაცას რაღაც არ მოსწონდა, ჩვენ უარი ვთქვით ეროვნულ ინტერესზე. ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ "გადააგდო".
 
 
 
წაკითხვა 623 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.