„ხვალინდელი პიკეტით ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს"
„პიკეტირება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ არ მოეგო გონს. ხვალინდელი აქცია არ იქნება მასშტაბური და გადამწყვეტი ბრძოლა, მაგრამ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და შედეგსაც აუცილებლად მივიღებთ“,
- ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ხვალ პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ძალის დემონსტრირებაზე განცხადებების გაკეთება შეწყვიტოს.
მისი თქმით, ხვალინდელი პიკეტირებით ოპოზიცია ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს შეახსენებს. ის ასევე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე განცხადებები უსუსურად გამოიყურება.
„ხვალინდელი პიკეტით ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს, სიტყვის უკან წაღებას, ქვეყნის შიგნით. შევახსენებთ, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საზოგადოება ელოდება ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაქციას და როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ხვალინდელ პიკეტს შეუერთდება.
პიკეტი იქნება მშვიდობიანი აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, და ძალის დემონსტრირებაზე ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, უსუსურად გამოიყურება.
ხელისუფლებას, რომ საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს და საკუთარი მოქალაქეები არ ადრადებს ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ვაიძულებთ საერთაშორისო თანამეგრობრობას მაინც გაუწიოს ანგარიში“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
