November 23, 2024

"ხელისუფლებას ეშინია, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს“

"ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით, ასევე ბარიერის დაწევა, ოპოზიცია რომ გახლიჩოს. სხვა რა კომპროსმიზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, არ ვიცი" - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ხელისუფლებას ეშინია, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს“ - ავთანდილ დემეტრაშვილი

 

 

"ხელისუფლებას ეშინია და უცხოელი პარტნიორებიც ფრთხილობენ, რომ არჩევნების შედეგები ოპოზიციამ შეიძლება არალეგიტიმურად ცნოს და ამან ქვეყანაში არასტაბილურობა გამოიწვიოს. ამიტომ ცდილობენ, გაგრძელდეს მოპარაკებები. დღეის მოცემულობით ხელისუფლება ისევ ჯიუტობს, ოპოზიცია კი თავის პოზიციაზე რჩება; თუმცა ორივე აცხადებს, რომ არჩევნებს არსებული სისტემითაც მოიგებს; ამიტომ რთულია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით. როგორც ჩანს ამაზე მზაობა არის ხელისუფლებაში, მაგრამ საჯაროდ არ აცხადებენ. ასევე ბარიერის დაწევა, რათა ოპოზიცია გახლიჩოს. სხვა რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება არ ვიცი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილს მაინც "ოცნება" აიღებს, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა, მათ შორის ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებული კვლევები. შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი არჩევნების შემდეგ დამოუკიდებლად მთავრობის შექმნას, ეს სხვა საკითხია. რაც შეხება ოპოზიცის პირველ ნაბიჯებს, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სიას, ადრეც ვამბობდი, რომ ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდა, ანუ ყველა თავის თამაშს ითამაშებს, რაც ლოგიკურია. "ლელომ" უკვე განაცხადა, რომ თავისი დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება. თუ გაერთიანული ოპოზიცია შეთანხმდება და შექმნის საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელებს ერთიან კანდიდატებს, კარგია, მაგრამ საკმაოდ რთული საკითხია, როგორც მაჟორიტარული ოლქები, ასევე პროპორციული სისტემით კვოტების დადგენა" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 481 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.