"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს"
დღეს არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს.
„ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს არათუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც. დღეს არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია ასეთი გაურკვევლობის ძალიან მაღალ დონეში გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გარკვეულ მომენტში გახდა აუცილებლობა, რომ გადაგვედგა ისეთ ნაბიჯები, რომლებიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა პირველ რიგში შესაძლებლობად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღეს მიიღო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე, ეპიდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი „ქეისები“ ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან. ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, უკვე ცნობილი კლასტერები და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებრება კონტროლს. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ ჩენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც. გარდა ამისა, ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭო ობიექტები, მათ შორის მოლები და ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთი კვირის თავზე, 8 ივნისს სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორნები და ასევე ის სასტუმრობეი, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
