"აუცილებელია ადაპტაცია, ვირუსი არავის დაუმარცხებია" - გიორგი გახარია
ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნას შესაძლოა მოჰყოლოდა ინფიცირებულების ზრდა, - ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, საჭიროა ვირუსის მართვა და ეს პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად გაიზრდებოდა მობილობა, რასაც ვირუსის გავრცელების გაზრდაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, მათი ეფექტური მკურნალობა და შემდეგ ადამიანები დავუბრუნოთ თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის რეჟიმს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი არსად წასულა და არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური პრობლემა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა
