"ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს" - კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ.

როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ჩართვები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ.

 

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ის გზა და საშუალება, რისი გამოყენების უფლება და მეტიც, ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და განსაკუთრებულად აქტიურია სიცრუის ნაკადები იმ მიმართულებით, რომელ სფეროებშიც ან პოზიტივია მოსათხრობი, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაქვს გადადგმული. ზოგადად, დეზინფორმაცია არა მარტო პოლიტიკური ხასიათის მატარებელია, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ, გლობალურ თემებს ეხება, არამედ ყოველდღიურობის დეტალებში, წვრილმანებშიც კი არის მიმოფანტული“, - თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიზანმიმართულ ტყუილს, რომელიც საბოლოო ჯამში, მოსახლეობას აზარალებს, არ შეეგუება.

 

„ტყუილით მავნებლობა წერტილოვანი დარტყმებივითაა.უფრო კარგი შედარება რომ გავაკეთო, მეტასტაზებს შევადარებდი -პატარა და დიდ თემებს ხან იქ შეეხებიან, ხან აქ, ხან მუნიციპალიტეტების დონეზე, ხან ქვეყნის, ხან რომელიმე ჩინოვნიკის,ხან პოლიტიკოსის, ხან სოციალურ და ხანაც ინფრასტრუქტურულ თემებზე მიდის კონკრეტული სიცრუის ტირაჟირება. რასაკვირველია, შეცდომა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჯანსაღ კრიტიკას, ობიექტურობას, შეცდომებზე მითითებას, გამოსავლის გზების ძიებას, მაგრამ არ და ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს, ე.წ. ფეიკნიუსებს, რომელიც საბოლოოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს, აზარალებს ჩვენს მოსახლეობას და ზოგადად, ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის განმარტებით, ვიდეომიმართვა ხორციელდება „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით, რომელიც საბიუჯეტო ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.

წაკითხვა 524 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 09 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.