„ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს" - დავით ჭიჭინაძე
კოვიდთან მიმართებაში ხელისუფლება "ჟონგლიორობითაა" დაკავებული, - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა და "ქართული ოცნება" ვირუსის სათავისოდ გამოყენებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არარეალური პროგნოზია და მას არ ენდობა.
„ამ ხელისუფლებას საერთოდ რა გაუკეთებია, რასაც დაგვპირდნენ და ახლა როგორ უნდა ვენდოთ, როდესაც გვპირდებიან, რომ მომავალ წელს თურმე ეკონომიკის 5%-იანი ზრდა გვექნება?! მითუმეტეს, არანაირი გეგმაზომიერი პოლიტიკა არ აქვთ, არც ფინანსებთან, არც ეკონომიკასთან და არც მკურნალობასთან მიმართებაში!", - აცხადებს ჭიჭინაძე.
"ტრიბუნას" ლიდერის განარტებით ხელისუფლება 200 ლარიანი კომპენსაციით უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
"300 ათასმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ხელისუფლებას კი, 200 ლარიანი კომპენსაციით უნდათ, რომ ქვეყანამ იარსებოს. საერთაშორისო დახმარებებით შემოსული თანხები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას კი არ ხმარდება, ეს ფული მოგზაურობს და ხან კოვიდ 19-ის ფონდშია, ხან - ბავშვების დახმარების ფონდში, ხანაც 200 ლარიანი დახმარებების... რეალურად კი, არავინ იცის სად გააქრეს. სუბსიდირებებში ისევ ბანკები ჯდებიან წილში. მოკლედ, „ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებენ, როგორც საინფორმაციო, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
მაგრამ რასაც იბრალებდნენ, კოვიდს მოვერიეთ და „მწვანე ზონად“ დავრჩითო, ეგ მწვანე ზონაც კი ვერ გამოიყენეს ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან ვერც ტურიზმს შეუწყვეს ხელი და 300 ათასი სამუშაო ადგილი ისე გაანადგურეს, ისიც კი არ იციან, რომ სამუშაო ადგილების შექმნას დრო სჭირდება და ეს ფინანსური კრიზისი არ არის, სადაც ფულს „ჩაასხამ“ და ყველაფერი აღდგება“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
