"ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ"-გიორგი გახარია ოპონენტებს
ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ექსპერტების მოსაზრებას ეხებოდა საავადმყოფოს 48 მილიონად აშენებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საავადმყოფოს აშენებასა და ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნას დაახლოებით 80 ათასი დოლარიდან - 120 ათას დოლარამდე სჭირდება.
„რეანიმაციას არ ვამბობ, 5 000 საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭრიდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ამ ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით. ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს. 5 ათასი ადგილი ახალ წლამდე მუდმივ მზადყოფნაში რომ გვქონდეს, ეს ამისთვის გამოცხადდა. 5 ათასი გვჭირდება იმისთვის, რომ თუ ახალ წლამდე ინფიცირებულების ოდენობა გაიზრდება, საწოლები გვქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საწოლადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა კლინიკამ უნდა გაათავისუფლოს და ჰქონდეს. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით 5 ათას ადგილზეც მოგვიწევს გამოცხადება, შეიძლება ნაკლებზეც. ეს არის მუდმივი პროცესი და როდესაც ადამიანები, ვაი ექსპერტები, თავის საქმეში, რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ, შეაზავონ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ, არჩევნების წინ, ეს სრულიად მიუღებელია.
ეს არის გლობალური პანდემია და როცა გლობალური გამოწვევაა, იმის მაგივრად, რომ შენი რჩევით, ცოდნით, რესურსით მიეხმარო ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამის მაგივრად პოლიტიკურ აქტივში კონვერტირება, იმიტომ რომ სამი კვირის შემდეგ არჩევნებია და გინდა რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე, ამორალურია“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"