"ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად 150 პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინა" - თალაკვაძე
ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს მეტი, საქმეზე ორიენტირებული პარტია, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ვერ თანხმდებიან, რასაც საზოგადოება უყურებს.
"სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში გაატარა დემოკრატიული რეფორმები, რათა ჩვენ გვქონდეს უფრო საქმეზე ორიენტირებული, სტაბილური სისტემა და ეს ცვლილებები გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის მხარდაჭერით. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს მეტი, საქმეზე ორიენტირებული პარტია, იყოს მეტი დიალოგი მეტი თანამშრომლობა, ჩვენ დავინახეთ რომ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი. ისინი კამათობენ, ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრი და წარმოადგინეს 150-ზე მეტი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის პოზიციაზე. ამას საზოგადოება უყურებს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი