"ტერორისტმა, წაღებული ფულით, სოფლებში წისქვილი გახსნას" - ლელოს კანდიდატი
პარტია "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და აბაშაში, თამარ ბელქანია, თავდამსხმელს, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოში წისქვილები გახსნას.
ამის შესახებ ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ლაპარაკობს.
„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო – ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი, ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილები გახსნას". - ამბობს თამარ ბელქანია.
აღნიშნული ვიდეო ბელქანიას Facebook-ზე უკვე აღარ იძებნება, თუმცა იძებნება მისი განმარტება აღნიშნულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით:
"მიმართვა ორი ნაწილისგან შედგება ერთი რომ ტერორისტი ჩაბარდეს და მეორე სახელმწიფომ ყურადღება სოფელს მოაქციოს და ნაშრომი მაინც შეარგოს გლეხს!
სოფლებია სადაც საერთოდ არანაერი შენობა საცხოვრებლის გარდა არ დგას
ამ პოლიტიკური პერფორმანსის იდეაც იდეის ტირაჟირება და სახელმწიფისადმი მიმართვა იყო.
თუ ფირალია და მდიდარს ართმევს ბარემ ღარიბს მისცეს))) " - წერს ბელქანია.
სიახლეები
- ,,არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომ ტრამპს უღირდეს, სენატს ან წარმომადგენელთა პალატას დაუპირისპირდეს"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,უკრაინა მზად არის დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ აქვს პირობა"- ანდრეი ერმაკი
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- კახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა
- ,,ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო"- ნანა ქადაგიშვილი