„ქართული ოცნება“ მორიგ საკანონდებლო ცვლილებას აანონსებს. ამჯერად მარტივდება ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებული პირისგან და მისი გარემოცვისაგან ქონების ამოღების პროცედურები - „ზიანის ანაზღაურება“.
„ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი, რომ ადამიანის შეურაცხყოფას, მასზე ზეწოლა საჯარო სივრცეში არის დასჯადი, „- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
“იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს საბოტაჟით არიან დაკავებული, არ არის გასაკვირი ეს აჟიოტაჟი და მიანიშნებს ერთადერთ რამეს – ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას, რომელთა მიზანიც არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანება” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს”
„არც თინა ბოკუჩავას და არც „ნაცმოძრაობას“ აღარაფერი უშველის, მსოფლიო პოლიტიკაც იქით მიდის, რომ პრაქტიკული პოლიტიკის დრო მოდის,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
