ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე – ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რადგან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუ ასეა, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და გვცემეს, მერე შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში, ოღონდ ჯერ ეზოში დერეფანს მოაწყობდნენ სახელდახელოდ, ხომ მიგვათრევდნენ, გვირტყამდნენ, თან სახეში გვაფურთხებდნენ და შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, მერე ამ დერეფანში შეგვაგდებდნენ, სადაც ალბათ 40 ადამიანი იდგა ხელკეტებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა, ერთგვარი შეჯიბრება ჰქონდათ, ვინ უფრო მაგრად გაგვიმეტებდა, ვინ უფრო დაუნდობელი იყო”, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.
