საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა მის მიერ საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე გაკეთებულ განცხადებაზე – „ახლად არჩეულ საკრებულოებსა და მერებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივცეთ და მათი მისაღები გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან არ უნდა მიიღებოდეს.” – განაცხადა დეპუტატმა.
აქციები, სამწუხაროდ, ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ ან ინფორმაცია არ აქვთ ან უარესის მოლოდინი აქვთ, რაც უსაფუძვლოა - ამაში სტუდენტების მონაწილეობა საერთოდ ანომალიური თემაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან განათლების რეფორმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს აფასებს.
ვცდილობთ, რომ უზრუნველყოთ პაციენტისთვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდოლოგია. ერთია ამის არსებობა სახელმწიფოში, მეორე – ფინანსური ხელმისაწვდომობა. ორივე მიმართულებით არის ძალიან კარგი ინიციატივები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის, ბრენდის თემაზე, ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე მონაწილეობას მიიღებს პარტია „თავისუფლების მოედნის” ღონისძიებაში. სეფაშვილმა განაცხადა, რომ განათლების რეფორმის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს:
